პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1976 წლის 5 აპრილს ქ. თბილისში.
განათლება
1993 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 55 საშუალო სკოლა.
1996 წელს გაიარა IBM PC ტიპის კომპიუტერების შემსწავლელი კურსები.
1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფილაცია.
2003 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა.
სამუშაო გამოცდილება
1997-2000 წლებში იყო პროკურორის ტექნიკური თანაშემწე თბილისის რეგიონის სამხედრო პროკურატურაში.
2000 წელს იყო პირადი შემადგენლობის ინსპექტორი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში.
2001-2002 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უსაფრთხოების დეპარტამენტის ინსპექტორი.
2002-2003 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოკვლევის განყოფილების ინსპექტორი.
2003-2004 წლებში იყო საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის პროკურორი.
2004-2006 წლებში ეწეოდა კერძო იურიდიულ საქმიანობას.
2006-2008 წლებში იყო „ООО Параграф Плюс“-ის გაყიდვების მენეჯერი (კიევი, უკრაინა)
2008-2010 წლებში იყო "Freelancer"-ის კორპორატიული იურისტი.
2010-2013 წლებში იყო შპს. "აკრიანის" კომერციული დირექტორი.
2010-2023 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
2013-2016 წლებში იყო შპს. "არტჰაუსის" აღმასრულებელი დირექტორი.
2015-2023 წლებში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას აიპი-ში “განათლება ყველა ბავშვს”.
2022-2023 წლებში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას საადვოკატო ბიურო "ავტოადვოკატში"
2023 წლის მაისიდან არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი.