პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1980 წლის 5 ივნისს გურჯაანის რაიონში.
განათლება
1997 წელს დაამთავრა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყის საშუალო სკოლა.
2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2006 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
სამუშაო გამოცდილება
2003-2005 წლებში იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს სპეციალისტი, შემდგომ სხდომის მდივანი.
2005-2007 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე.
2007-2008 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე.
2008-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2012 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე მივლინების საფუძველზე მოსამართლის და სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებდა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში.
2012-2013 წლებში იყო სამტრედიის რაინული სასამართლოს მოსამართლე.
2013 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.