გამოცხადდა მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი
21 სექტემბერი 2009
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს მოსამართლის ვაკანტური ადგილების დასაკავებლად.
კონკურსში მონაწილეობის უფლება ეძლვეთ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის მოთხოვნებს.
კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადებები მიიღება 2009 წლის 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე ჩათვლით, 10-დან 18 საათამდე (შესვენება 14-დან 15 საათამდე)
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ტელეფონზე: 27 31 01 + 111, 128, 130, 219 (შიდა) ან ტელ./ფაქსი 27 31 09