ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბაია ოტიაშვილი

ბაია ოტიაშვილი

ბაია ოტიაშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1978 წლის 3 თებერვალს, ქ. ახმეტაში.

განათლება

1995 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 172 საჯარო სკოლა.

2000 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია

2003 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი.

2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.

2009 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

1998-2000 წლებში მუშაობდა გამომძიებლის თანაშემწედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

2002-2011 წლებში მუშაობდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოში სხდომის მდივანის, მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.

2011-2020 წლებში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას.

2020 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2023 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.