პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1979 წლის 30 მაისს ქ. გურჯაანში
განათლება
1996 წელს დაამთავრა სოფელ შრომის საშუალო სკოლა
2002 წელს დაამთავრა ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია
2009 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა
2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი
სამუშაო გამოცდილება
2006-2011 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მანდატურად
2011-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მანდატურად
2015-2017 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტში, სისხლის სამართლის საქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმართველოს კონსულტანტად
2017-2019 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტში, კონსულტანტად
2020 წლის იანვრიდან მარტამდე მუშაობდა შპს „სამშენებლო კომპანია თბილისის ვექტორის“ იურისტად
2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტში, კონსულტანტად
2020-2025 წებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე
2025 წლის 27 მაისიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ - ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე
2025 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია