პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1984 წლის 16 ნოემბერს ქ. თელავში.
განათლება
2002 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ი. ნონეშვილის სახელობის N 36 საჯარო სკოლა.
2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია
2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2009 წელს წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2007-2008 წლებში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსი და წარმატებით ჩააბარა ტესტური გამოცდა.
2010-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
2015 წლიდან არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.
სამუშაო გამოცდილება
2006-2007 წლებში იყო სტაჟიორი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში.
2007 წელს იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანცელარიის სპეციალისტი.
2007-2008 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი.
2008-2009 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ბიუროს მოსამართლის თანაშემწე.
2009-2010 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სისხლის სამართლის საქმეთა სექტორის უფროსი.
2011-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრი.
2012-2013 წლებში იყო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2012-2013 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა საჩხერის რაიონულ სასამართლოში
2013 თებერვალში დაეკისრებული ჰქონდა საჩხერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.
2013 წლის მარტიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2016-2025 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.
2025 წლის ოქრომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.