პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1974 წლის 20 აგვისტოს ქ. ქუთაისში.
განათლება
1991 წელს დაამთავრა ქუთაისის N 17 საშუალო სკოლა.
2005 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი.
2012 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურა.
2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
1998-2002 წლებში იყო საპარლამენტო ჟურნალისტი შპს „კვირის პალიტრაში“.
2002-2004 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო გამოცემა „ახალი ჰორიზონტის“ რედაქტორის მოადგილე.
2004-2007 წლებში იყო იურიდიული დახმარების ცენტრის ასისტენტი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.
2005-2007 წლებში იყო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის მოწვეული სპეციალისტი საქართველოს პარლამენტში.
2007-2010 წლებში იყო მრჩეველი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, ნოტარიატის და რეგისტრაციის დეპარტამენტში.
2009 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
2011-2012 წლებში იყო იურიდიული დეპარტამენტის იურისტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
2012-2019 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მდივან-რეფერანტი, თანაშემწე, მწერალი თანაშემწე.
2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მდივან რეფერენტი.
2020 წლის დეკემბრიდან არის გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.