ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველები კანდიდატებად დარეგისტრირდნენ

16 აპრილი 2021

2021 წლის 5 აპრილს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2021 წლის 1 აპრილის ორგანული კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე გამოაცხადა დამატებითი განცხადებების მიღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით.

რეგისტრაცია გამოცხადდა ცალ-ცალკე 2020 წლის 7 ოქტომბერს, 2 ნოემბერს და 20 ნოემბერს გამოცხადებული შერჩევის ფარგლებში.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 16 აპრილის განკარგულებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურაში კანდიდატად დამატებით დარეგისტრირდნენ -

2020 წლის 7 ოქტომბრის პროცედურაში:

1. თამარ ალფაიძე (ავტობიოგრაფია)

2. მარინე ჭყონია (ავტობიოგრაფია)

2020 წლის 2 ნოემბრის პროცედურაში:

1. პაატა შავაძე (ავტობიოგრაფია)