საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
-
1. კანონპროექტები - „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- კანონპროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების წესს, რაც განპირობებულია „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2018 წლის 20 დეკემბრის კონვენციასთან მიერთების საფუძვლით.
-
2. კანონპროექტი - „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- კანონპროექტი ითვალისწინებს საზღვარგარეთ უწყების გაგზავნისა და ჩაბარების განსხვავებულ წესს, რაც განპირობებულია „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ ჰააგის 1965 წლის 15 ნოემბრის კონვენციასთან მიერთების საფუძვლით.
-
3. დადგენილების პროექტი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროცესის მონაწილეებთან მუშაობის სტანდარტებისა და მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“
- პროექტით განსაზღვრულია შეღზუდული შესაძლებლობის მქონე პროცესის მონაწილეებთან მუშაობის პროცედურული მექანიზმები.
-
4. განკარგულების პროექტი - „მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე კანდიდატების დაშვების შესახებ“
- პროექტი წარმოდგენილია 2021 წლის 22 თებერვალს გამოცხადებული მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ფარგლებში.
-
5. წარდგინების პროექტი „იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი გამოცდის კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ“
- იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის წერილის საფუძველზე საბჭო იმსჯელებს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ.
-
6. იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრის უფლებამოსილებისაგან გათავისუფლებისა და ახალი წევრის არჩევის შესახებ
- იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე საბჭოს განიხილავს ი. გელაშვილის გათავისუფლების საკითხს, უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო. ასევე, განიხილება იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელ საბჭოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან წევრის არჩევის საკითხი.
-
7. განკარგულების პროექტი - „თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურის, საშტატო ნუსხისა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 ივნისის 1/65 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
- ხაშურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის წერილის საფუძველზე საბჭო იმსჯელებს აღნიშნულ სასამართლოში აპარატის საშტატო ერთეულების დამატების შესახებ.
-
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ
საბჭოს გადაწყვეტილებები
-
კატეგორია:წარდგინებათარიღი:17 მარტი, 2021ნომერი:1
იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი გამოცდის კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ
-
კატეგორია:განკარგულებათარიღი:12 მარტი, 2021ნომერი:1/13
მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე კანდიდატების დაშვების შესახებ
-
კატეგორია:განკარგულებათარიღი:12 მარტი, 2021ნომერი:1/14
ი. გელაშვილის იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებისგან გათავისუფლების შესახებ