პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1984 წლის 29 აპრილს.
განათლება
2001 წელს დაამთავრა ჩოხატაურის რაიონის N1 საშუალო სკოლა.
2006 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი.
2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.
2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2010 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2012 წელს გაიარა ტრენინგი მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება და პრაქტიკა - American Councils (ვაშინგტონი, აშშ).
2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2004 წელს მუშაობდა შ. რჩეულიშვილის „დამოუკიდებელ ადვოკატთა კოლეგიაში“ სისხლის სამართლის განყოფილების უფროსად.
2005-2006 წლებში იყო ახალგაზრდა იურისტთა და ჟურნალისტთა ასოციაციის იურიდიული განყოფილების თავმჯდომარე და ადვოკატის თანაშემწე.
2006-2007 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სტაჟიორი.
2007-2008 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის მდივნის რეზერვი.
2008-2018 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის უფროსი კონსულტანტი.
2018-2019 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის უფროსი კონსულტანტი.
2020 წლის დეკემბრიდან არის ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.