ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 7 წევრი აირჩია

10 ივნისი 2013

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციამ   იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 7 მოსამართლე წევრი აირჩია. ზაზა მეიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, თამარ ალანია, ილონა თოდუა, პაატა სილაგაძე და ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები გახდნენ.

მოსამართლეთა კონფერენცია მუშაობას გაარძელებს 16 ივნისს და მოსამართლეები განიხილავენ დღის წესრიგით გათვალისწინებულ დარჩენილ საკითხებს.