პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1979 წლის 28 მაისს.
განათლება
1996 წელს დაამთავრა რუსთავის N23 საშუალო სკოლა.
2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2014 წლის სექტემბრიდან არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.
სამუშაო გამოცდილება
2001-2002 წლებში იყო ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებელი.
2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის თბილისის სააღსრულებო ბიუროში უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
2003-2004 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს უფროსი.
2004 წელს მუშაობდა საქართველოს შსს გენერალურ ინსპექციაში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
2004-2005 წლებში იყო საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის საჩივარ-განცხადებებზე რეაგირების განყოფილების უფროსის მოადგილე.
2005 წელს იყო საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი.
2005-2007 წლებში იყო საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის წინასწარი გამოძიებისა და დისციპლინური დევნის სამმართველოს ფინანსური დარღვევების შემოწმების განყოფილების უფროსი გამომძიებელი.
2008 წელს მუშაობდა საქართველოს შსს გენერალურ ინსპექციაში წინასწარი გამოძიებისა და დისციპლინური დევნის სამმართველოს ფინანსური დარღვევების შემოწმების განყოფილების უფროსად.
2008-2009 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.
2009-2012 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.
2013 წლიდან დღემდე არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.
2013-2016 წლებში იყო საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარე.
2015-2018 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
2018-2021 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე.
2021 წლის ივლისიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.