ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლევან გზირიშვილი

ლევან გზირიშვილი

ლევან გზირიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1959 წლის 13 ნოემბერს ქ. კასპში

განათლება

1983 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით

სამუშაო გამოცდილება

1983-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურის ორგანოებში, სხვადასხვა დროს იყო ადიგენის რაიონის პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებელი; გორის რაიონის პროკურატურის გამომძიებელი; ამავე რაიონის პროკურორის თანაშემწე; საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს პროკურორი; შინაგან საქმეთა ორგანოებში მოკვლევასა და გამოძიებაზე ზედამხედველობის განყოფილების პროკურორი; საგამოძებო ნაწილის პროკურორი; განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო განყოფილების პროკურორი; კასპისა და ხაშურის რაიონების პროკურორი

1998 წელს წარმატებით ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები და 1999 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განწესდა მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ, სადაც მუშაობდა 2003 წლამდე

2004 – 2008 წლებში არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად - კასპის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად (დამოუკიდებელი კანდიდატი). იყო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრი; ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ წევრი; ფრაქცია „ჩვენი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე

2012-1013 წლებში ეკავა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის თანამდებობა

2017-2021 წლებში საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად