ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლევან გელოვანი

ლევან გელოვანი

ლევან გელოვანი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1974 წლის 10 იანვარს ქ. თბილისში.

განათლება

1991 წელს დაამთავრა გ. ტაბიძის სახელობის თბილისის N 51 საშუალო სკოლა.

1995 წელს წარჩინებით დაამთავრა პროფესორ ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი.

1999 წელს გაიარა სპეციალური მომზადება შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის რიგით და უმცროსს მეთაურთა სასწავლებელში. მინიჭებული აქვს პოლიციის ოფიცრის საშუალო სპეციალური წოდება - უმცროსი ლეიტენანტი.

2000 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2003 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2007-2009 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

1995-1997 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში - შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების საპატრულო პოლკში.

1998-1999 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში - არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექტორისა და ექსპერტ-კრიმინალისტის თანამდებობებზე.

2000-2005 წლებში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სახელმწიფოსა და სამართლის საფუძვლების ლექტორი; მუშაობდა ასევეგ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კოლეჯში და საერო ინსტიტუტ ,,ორიენტირში.’’

2006 წელს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს კონსულტანტი, ხოლო 2007 წელს - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის სისხლის სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს კონსულტანტი.

2009-2017 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხვადასხვა თანამდებობაზე, კერძოდ: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის კონსულტანტად, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროს კონსულტანტად და მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის უფროს კონსულტანტად.

2013-2015 წლბში იყო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი.

2014-2015 წლბში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს წევრი, ხოლო 2015-2017 წლებში მეორე ადგილობრივი საბჭოს წევრი.

2017-2019 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2019 წლის ივლისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.

2020 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.