ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვასილ მშვენიერაძე

ვასილ მშვენიერაძე

ვასილ მშვენიერაძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1971 წლის 9 ოქტომბერს

განათლება

1995 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეცფაკულტეტი და მიენიჭა ბიზნეს-იურისტის კვალიფიკაცია

2000 წელს დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნის კვალიფიკაცია

2003 წელს დაამთავრა შსს აკადემიის ასპირანტურა

ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა

სამუშაო გამოცდილება

1997-1999 წლებში იყო ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. პარალელურად, საქართველოს უშიშროების საბჭოს ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო კომისიის პროფილაქტიკისა და სოციალური რეაბილიტაციის სამდივნოს ხელმძღვანელი

1999-2002 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ

2002-2004 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს სასამართლო პრაქტიკისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი

2004-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის აპარატის უფროსი

2006 წელს იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი სპეციალისტი

2006-2007 წლებში იყო მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი

2007-2008 წლებში იყო მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი

2008 წლის აპრილიდან აგვისტომდე იყო საგარეჯოს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, აგვისტოდან დეკემბრამდე გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე

2008-2017 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე

2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე

2015-2019 წლებში იყო საპროკურორო საბჭოს წევრი

2017 წლიდან დღემდე არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი

2017-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე

2019-2020 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე და თავმჯდომარე

2020 წლის ივლისიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სასამართლოს თავმჯდომარე

2020 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და სასამართლოს თავმჯდომარე