ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გიორგი ტყავაძე

გიორგი ტყავაძე

გიორგი ტყავაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1979 წლის 17 მაისს ქ. თელავში.

განათლება

1996 წელს დაამთავრა თბილისის N3 საშუალო სკოლა.

2000 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2001 წელს დაამთავრა თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი.

2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი.

2018 წლის ოქტომბრიდან არის „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ დოქტორანტი.

სამუშაო გამოცდილება

2000-2005 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში იურისტად (მთავარი სპეციალისტად).

2005-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსად.

2007-2008 წლებში მუშაობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.

2008-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2012-2015 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2013-2017 წლებში იყო საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრი.

2015 წლის დეკემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

2018 წლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2012-2021 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე.