პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1976 წლის 5 აპრილს
განათლება
1996 წელს გაიარა IBM PC ტიპის კომპიუტერების შემსწავლელი კურსები
1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
2003 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა
სამუშაო გამოცდილება
1997-2000 წლებში მუშაობდა თბილისის რეგიონის სამხედრო პროკურატურაში, პროკურორის ტექნიკურ თანაშემწედ
2000 წელს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში პირადი შემადგენლობის ინსპექტორად
2001-2002 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უსაფრთხოების დეპარტამენტის ინსპექტორი
2002-2003 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოკვლევის განყოფილების ინსპექტორი
2003-2004 წლებში იყო საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის პროკურორი
2004-2006 წლებში ეწეოდა კერძო იურიდიულ საქმიანობას
2006-2008 წლებში იყო „ООО Параграф Плюс“-ის გაყიდვების მენეჯერი (კიევი, უკრაინა)
2008-2010 წლებში იყო "Freelancer"-ის კორპორატიული იურისტი
2010-2013 წლებში იყო შპს. "აკრიანის" კომერციული დირექტორი
2010-2023 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
2013-2016 წლებში იყო შპს. "არტჰაუსის" აღმასრულებელი დირექტორი
2015-2023 წლებში იყო აიპი “განათლება ყველა ბავშვს” იურისტი
2022-2023 წლებში იყო ადვოკატი საადვოკატო ბიურო "ავტოადვოკატში"
2023 წლის მაისიდან არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი