ადეიშვილი ზურაბ

დაიბადა 1972 წლის 27 ივლისს ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში, მოსამსახურის ოჯახში.

1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1997 წელს ჩაირიცხა სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში.

1998-1999 წლებში სწავლობდა გრონინგენის სამეფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაში.

1996-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.

1999 წლის ივნისიდან ამავე წლის სექტემბრამდე მუშაობდა სამართლებრივი განათლების და ინფორმაციის ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორად;

1999 წლის სექტემბრიდან 1999 წლის ნოემბრამდე მუშაობდა კს “ოქრუაშვილი და პარტნიორები” იურიდიულ ფირმაში იურისტად.

1999 წლის ნოემბრიდან 2002 წლის მაისამდე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

2001 წლის 13 მარტს არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარედ.

2002 წლის მაისში თანამდებობიდან გადადგა საკუთარი განცხადების საფუძველზე.

2002 წლის მაისიდან 2003 წლის დეკემბრამდე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.

2003 წლის დეკემბრიდან 2004 წლის თებერვლამდე _ საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2004 წლის თებერვლიდან 2004 წლის ივნისამდე _ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი.

2004 წლის 10 ივნისიდან არის საქართველოს გენერალური პროკურორი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.