ზაზა რამიშვილი

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1961 წლის 7 სექტემბერს ქ. ქარელში.

განათლება:

1978 წელს დაამთავრა ქ. ქარელის N2 საშუალო სკოლა.

1985 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება:

1985-1987 წლებში განაწილებით მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თავმჯდომარესთან არსებული კონტროლის ინსპექციის ინსპექტორად, უფროს ინსპექტორად, კონსულტანტად.

1987-1999 წლებში იყო ქარელის რაიონის სასამართლოს მოსამართლე.

1999-2007 წლებში იყო ქარელის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.

2007-2012 წლებში იყო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ხაშურის რაიონულ სასამართლოში.

2012 წლის ოქტომბრიდან არის ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.