ზაზა მეიშვილი

დაიბადა 1972 წლის 5 დეკემბერს, ქ. თელავში.

1989-1995 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

1991-1996 წლებში იყო ფირმა "ისინდი"-ს იურისტი.

2000-2006 წლებში იყო სამოსამართლო სწავლების ცენტრის ლექტორი სისხლის სამართლის პორცესში.

2006-დან დღემდე არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ლექტორი სისხლის სამართლის პროცესში;

2007 წლიდან დღემდე არის საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე.

1996-1997 წლებში იყო საქართველოს პროკურატურის, საქართველოს გენერალური პროკურორის საგამოძიებო ნაწილთან არსებული ცალკეული ტერორისტული აქტების, დივერსიებისა და სხვა განსაკუთრებით საშიშ სახელმწიფო დანაშაულთა გამოძიების სპეციალური ჯგუფის უფროსი პროკურორის თანაშემწე.

1997-2001 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის თანაშემწე, სასამართლო პერსონალის სექტორის უფროსი.

2001-2002 წლებში იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს, უშიშროების საკითხთა სამსახურის რეფერენტი.

2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციისა და იმიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის უფროსად.

2003-2005 წლიბში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.

2005-20006 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე.

2006-დან დღემდე არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 ივნისის განკარგულებით - გამოეცხადა მადლობა საქართველოში სასამართლო რეფორმის მიმდინარეობის ორგანიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი, მაღალპროფესიული საქმიანობისათვის.

2013 წლის 9 ივნისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე #10 სხდომაზე არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.