ვლადიმერ ხუჭუა

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1976 წლის 7 ნოემბერს ქ. ქობულეთში.

განათლება:

1993 წელს დაამთავრა ქ. სამტრედიის N3 საშუალო სკოლა;

1998 წელს დაამთავრა ქ. თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი “იბერიას” იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტი ბიზნესის ორგანიზაციის და მართვის სპეციალობით.

2011-2012 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება:

1997-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში.

1998-2002 წლებში ეწეოდა კერძო იურიდიულ პრაქტიკას.

2002-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატის პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს იურისტის თანამდებობაზე და იურიდიული სამსახურის მთავარი იურისტის თანამდებობაზე.

2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სისხლის სამართლის საქმის სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებული წარმოების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.

2005-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.

2006-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

2007-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

2009-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის შსს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

2012 წლის მაისიდან ივნისამდე იყო გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2012 წლის ივნისიდან ნოემბრამდე იყო საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავდროულად დაკისრებული ჰქონდა თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.

2012 წლის ნოემბრიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავდროულად დაკისრებული აქვს თავმჯდომარის უფლებამოსილება.

მინიჭებული აქვს იუსტიციის მრჩევლის სახელმწიფო სპეციალური წოდება.

2006 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.