ვახტანგ თორდია

დაიბადა 1953 წლის 25 იანვარს ქ. სოხუმში.

1975 წელს წარჩინებით დაამთავრა კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1975-1982 წლებში იყო უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკი.

1981 წელს უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია.

1982-1983 წლებში იყო აფხაზეთის სახელმწიფოს უნივერსიტეტის სახელმწიფოსა და ადმინისტრაციული სამართლის კათედრის მასწავლებელი.

1983-1985 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს უფროსი კონსულტანტი.

1985-1991 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი და უზენაესი სასამართლოს პლენუმის მდივანი.

1991 წელს ხელმეორედ აირჩიეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრად.

1993 წლის 9 თებერვალს დაეკისრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და პრეზიდიუმის თავმჯდომარის უფლებამოსილების შესრულება.

1993-1995 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსულტაციო კომისიის წევრი.

1999 წლის 8 ივლისს არჩეულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარედ.

2005 წლის 8 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარედ.

1997-2005 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იმავდროულად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წევრი.

2006 წლის 18 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს გაუქმებასთან დაკავშირებით დაეკისრა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.

2009 წლის 1 ოქტომბრამდე ასრულებდა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას.

2006-2009 წლებში იყო საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი, საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის კონსტიტუციის ახალი რედაქციის 2000 წლის 8 დეკემბრის ცვლილებების მომზადებაში, აგრეთვე მოამზადა აფხაზეთის მართლმსაჯულების სპეციალური იურისდიქციის განმსაზღვრელი ნორმატიული აქტები; მონაწილეობას იღებდა აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის საკითხებზე მოლაპარაკების პროცესში.

2009-2010 წლებში იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო და საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიების წევრი.

2009-2010 წლებში იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში.

2009-2012 წლებში იყო საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის კონსულტანტი.

2009 წლის 1 ოქტომბერს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩევლად.

2000 წლიდან არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სამეცნიერო-საკონსულტაციო კომისიის თავმჯდომარე. არის ქ. კიევის სააპელაციო სასამართლოს ჟურნალის ,,სააპელაციო სასამართლოს“ სამეცნიერო საბჭოს წევრი.

2001-2003 წლებში იყო ,,საქართველოს კონსტიტუციური სამართლის საფუძვლების“ და ,,საქართველოს კონსტიტუციური სამართლის“ სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი და რედაქტორი.

გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია.

მინიჭებული აქვს მოსამართლის პირველი საკვალიფიკაციო კლასი.

2003 წელს დაჯილდოებულ იქნა ღირსების ორდენითა და უკრაინის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამკერდე ნიშნით.

2009 წელს მსოფლიო იურისტთა ასოციაციის მიერ მართლმსაჯულების სფეროში გაწეული ღვაწლისთის გადაეცა საყოველთაო აღიარების სერთიფიკატი.

საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 14 ივნისის #745 დადგენილებით არჩეულ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.