ვასილ მშვენიერაძე (თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე)

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1971 წლის 9 ოქტომბერს;

განათლება:

1995 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეცფაკულტეტი ბიზნეს-იურისტის კვალიფიკაციით;

1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის სანჰიგიენური ფაკულტეტი;

2000 წელს დაამთავრა გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

სწავლობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ასპირანტურაში;

ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო და პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდები;

აქვს სპეციალური საკლასო ჩინი;

სამუშაო გამოცდილება:

1995-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოში მთავარ კონსულტანტად;

1997-1999 წლებში მუშაობდა ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად;პარალელურად მუშაობდა საქართველოს უშიშროების საბჭოს ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო კომისიის პროფილაქტიკისა და სოციალური რეაბილიტაციის სამდივნოს ხელმძღვანელად;

1999-2002 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ;

2002-2004 წლებში მუშაობდა ამავე სასამართლოს სასამართლო პრაქტიკისა და განზოგადების განყოფილების უფროსად;

2004-2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის აპარატის უფროსად;

2006 წელს მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროს სპეციალისტად;

2006-2007 წლებში მუშობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორად;

2007-2008 წლებში მუშაობდა მცხეთის რაიონულ პროკურატურაში პროკურორად;

2008 წლიდან არის მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;

ამავდროულად ასრულებდა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის და გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას;

2008-2012 წლებში დაკისრებული ქონდა მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება;

2012-2016 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე;

2015 წლის გადაწყვეტილებით არჩეულა საქართველოს საპროკურორო საბჭოს წევრად;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის 1/185 გადაწყვეტილებით სამი წლის გამოსაცდელი ვადით 25 ივლისიდან გამწესდა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 1 აგვისტოს 1/230 გადაწყვეტილებით დაეკისრა მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ;