დაიბადა 1955 წელს ქ. საჩხერეში.
1981 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1981-1985 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი კრიმინოლოგიის სპეციალობით.
1981-1985 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად.
1987- 1990 წლებში მუშაობდა სამეცნიერო საწარმოო გაერთიანების იურიდიული სამსახურის უფროსად.
1990-1992 წლებში იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს იურიდიული კომისიის კონსულტანტი.
1992-1993 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსი.
1992 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი.
1994-1995 წლებში იყო საგარეო–ეკონომიკური კომიტეტის სპეციალური რწმუნებით აღჭურვილი რწმუნებული.
1996-1997 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების უფროსი სპეციალისტი.
1998-1999 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მრეჩეველი, უშიშროების საბჭოს მდივანი.
1999-2004 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.
2003-2004 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი.