ვახტანგ ხმალაძე

დაიბადა თბილისში.

1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

1969-1972 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ასპირანტი. 1975 წელს მიიღო დოქტორის წოდება.

1973-1992 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში, უფროს მეცნიერ თანამშრომლად; მიჰყავდა თეორიული და ზოგადი ფიზიკის სალექციო კურსები.

1989 წელს დაიწყო პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებზე პუბლიკაციების გამოცემა.

1989-1992 წლებში იყო პოლიტიკური ორგანიზაცია „დასის“ (დემოკრატიული არჩევანი საქართველოსთვის), ერთ-ერთი დამფუძნებელი.

1991-1992 წლებში იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

1992 წელს იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი. „დასი“ 1992 წელს შეუერთდარესპუბლიკურ პარტიას. შესაბამისად, ხმალაძე 1992-1996 წლებში რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი იყო. ამავდროულად იყო 1992 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი და ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე.

1993-1995 წლებში იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. აქტიურად მონაწილეობდასაქართველოს კონსტიტუციის შემუშავებაში.

1996 წელს ჩამოაყალიბა კავშირი „საქართველოს კონსტიტუციის დაცვის ლიგა“.

1997 დაამთავრა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (ბუდაპეშტი, უნგრეთი).

1998-1999 წლებში იყო ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი.

1999 წლის არჩევნებში ის საქართველოს პარლამენტის წევრად აირჩიეს „მრეწველების“ სიით.

2005 წლიდან დღემდე არის საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური საბჭოსა და ეროვნული კომიტეტის წევრი.

2000 წლიდან დღემდე არის შპს „თბილისის საარბიტრაჟო პალატის“ პარტნიორი და არბიტრი. 2006 წლიდან დღემდე არის თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის ასოცირებული პროფესორი (სამართალი). 2005 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციათა კურსების შედარებითი კონსტიტუციური სამართალი, საქართველოს კონსტიტუციური სამართალი, საარჩევნო სამართალი, საქართველოს საგადასახადო სამართალი, საკანონმდებლო ტექნიკა. 2009 წელს იყო საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი.

2012 წლის ოქტომბერში არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად.

საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.