უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს ნინო ქადაგიძის კანდიდატურა წარედგინა
მარტი 10, 2020

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს ნინო ქადაგიძის კანდიდატურა წარედგინა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გამართულ გასვლით სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მიიღო.

ნინო ქადაგიძის კანდიდატურას მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 12- მა წევრმა დაუჭირა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღეს სხდომის დაწყებამდე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებთან კონსულტაცია გამართეს.

შეხვედრაზე მოსამართლეებმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად შალვა თადუმაძე და ნინო ქადაგიძე დაასახელეს.