უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა
იანვარი 17, 2018

მიმდინარე წლის 17 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 11 იანვარს კენჭისყრის შედეგად არჩეულმა თხუთმეტმა მოსამართლემ ივერი აბაშიძემ, იოსებ აბრამიძემ, დარინა აბულაძემ, თათია გოგოლაურმა, თინა ვაშაყმაძემ, ნინო თარაშვილმა, იზა კელენჯერიძემ, მაია კვირიკაშვილმა, გოგა კუპრეიშვილმა, სოფიო ლეჟავამ, ლელა მილდერბერგერმა, ირმა ტოგონიძემ, ნათია ტოგონიძემ, ნინო ჩახნაშვილმა და ხათუნა ჯინორიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე მოსამართლის ფიცი დადეს.

მოსამართლეებს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს და წარმატებული საქმიანობა უსურვეს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ და საბჭოს სხვა წევრებმა.

ახლადდანიშნული მოსამართლეები სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას 2018 წლის 18 იანვრიდან სხვადასხვა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში შეუდგებიან.

ახლადგამწესებულ მოსამართლეთა სია