კონსულტანტი

დაიბადა 1986 წლის 7 დეკემბერს, ქ. თბილისში.

2003 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 24–ე საშუალო სკოლა.

2008 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი, სპეციალობით სამართალმცოდე.

2010 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა – სპეციალობა სისხლის სამართალი.

2006-2007 წლებში ინგლისური ენის ცენტრში (ELC) გაირა კემბრიჯის საერთაშორისო (ESOL) გამოცდისათვის ინგლისური ენის მოსამზადებელი კურსი.

2007 წელს აიღო B2 სერთიფიკატი ბიზნეს ინგლისურში (Level One Business English Certificate Vantage).

2007-2010 წლებში გოეთეს ინსტიტუტში გაიარა გერმანული ენის შემსწავლელი ინტენსიური კურსები.

2008-2011 წლებში მუშაობდა შპს "ლიგალ კონსალტინგ ჯგუფში" ადვოკატ–კონსულტანტად.

ამავდროულად 2009 წლის მარტიდან–სექტემბრამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი (პრაქტიკანტ–სტაჟიორი) და 2009 წლის ნოემბრიდან 2010 წლის თებერვლამდე იყო სპს "სპკ დავით ერისთავის იურიდიული ჯგუფის" ადვოკატ–სტაჟიორი.

ჩაბარებული აქვს ადვოკატთა და პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდები.

2008 წელს იყო პრაქტიკული სამართლის ტრენინგის "Street law Training" მონაწილე, აგრეთვე ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო (საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის) პროექტის ფარგლებში Regional Youth Camp “Sport Unites People" გამართული ტრენინგის მონაწილე.

2011 წლის 10 მაისიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა და ანალიტიკური სამმართველოს კონსულტანტის თანამდებობაზე.

არის დასაოჯახებელი.