ცხრა მოსამართლე უვადოდ განწესდა
მაისი 22, 2020

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული ცხრა მოსამართლე უვადოდ დანიშნა.

ღია კენჭისყრის შედეგები ასეთია:

1. ლევან გელოვანი - 12 ხმით

2. დიანა გოგატიშვილი - 13 ხმით

3. ლეილა გოგიშვილი - 13 ხმით

4. ვერა დობორჯგინიძე - 13 ხმით

5. თამარ კაპანაძე - 13 ხმით

6. ნინო მამულაშვილი - 12 ხმით

7. ლევან ნუცუბიძე - 13 ხმით

8. ციცინო როხვაძე - 13 ხმით

9. მამუკა წიკლაური - 13 ხმით

აღნიშნული მოსამართლეები თანამდებობაზე სამწლიანი ვადით 2017 წლის 25 მაისიდან განწესდნენ.