შარმანაშვილი თენგიზ

დაიბადა 1964 წელს ქ. თბილისში.

1985 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1995 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1986-1991 წლებში მუშაობდა ენათმეცნიერებათა ინსტიტუტში.

1991-1992 წლებში მუშაობდა მინისტრთა კაბინეტის აპარატის განყოფილების გამგედ.

1992-1995 წლებში იყო ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

1995-1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 17 სექტემბრის #866 დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად.

2000 წელს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი.

2003 წელს უზენაეს სასამართლოს პლენუმმა აირჩია იუსტიციის საბჭოს წევრად.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 ივნისის #626 განკარგულებით დანიშნულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 დეკემბრის #1108 განკარგულებით სხვა თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით გათავისუფლდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობიდან.

მინიჭებული აქვს იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველის სპეციალური წოდება.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.