თეიმურაზ დგვარელი

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1953 წლის 29 სექტემბერს, ქ. ონში;

განათლება:
1970 დაამთავრა ონის N1 საშუალო სკოლა;

1980 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

სამუშაო გამოცდილება:

1975-1977 წლებში იმყოფებოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში;

1982-1991 წლებში მუშაობდა ონის რაისაბჭოს აღმასკომსა და რაიონულ კომიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე;

1991-1994 წლებში იყო ონის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე;
1994-1995 წლებში მუშაობდა ონის რაიონული პროკურორის თანაშემწედ;

1995-1999 წლებში მუშაობდა ონის რაიონის ადმინისტრაციულ და სააღსრულებო წარმოებათა მოსამართლედ;

1999 - იყო ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;

2007-2009 წლებში მივლინებული იყო და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში;
2009-2012 წლებში მუშაობდა ონის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ, დაკისრებული ჰქონდა ონის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება;

2012-2015 წლებში იყო ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ონის მუნიციპალიტეტში;

2012-2015 წლებში მივლინებული იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოში;

2016 წლის იანვრიდან არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.