თეა ლეონიძე (სასამართლოს თავმჯდომარის მ/შ)

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1983 წლის 3 დეკემბერს, კასპში;

განათლება:

2000 წელს დაამთავრა ქ. თბილისის შ. რუსთაველის სახელობის №112
საშუალო სკოლა;

2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

2006 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის კურსები;

2008 წელს გაიარა ტრენინგი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში (OHCHR (office of the higt commissioner for human rights Georgia)-
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;

2009 წელს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა ტრენინგი მოსამართლეთა თანაშემწეების პროფესიულ უნარ-ჩვევებზე (დანიის კავკასიის პროგრამა სათანადო მართვის, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესება საქართველოში) - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;

2010 წელს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა ტრენინგი (დანიის კავკასიის პროგრამა სათანადო მართვის, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესება საქართველოში) - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;

2011 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;

2012-2013 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი;

სამუშაო გამოცდილება:

2005-2006 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში - პრაქტიკანტი;

2006-2007 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სტაჟიორი;

2007-2012 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწედ;

2013-2014 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მოსამართლის თანაშემწედ;

2014-2015 წლებში იყო გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ყვარლის მუნიციპალიტეტში;

2014-2015 წლებში მივლინებული იყო ბოლნისის რაიონულ სასამართლოში;

2016 წლის იანვრიდან არის ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;

2016 წლის თებერვლიდან დაეკისრა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 21 აპრილის 1/47 გადაწყვეტილებით 27 მაისიდან უვადოდ გამწესდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე;