რეფერენტი

დაიბადა 1979 წლის 10 მარტს, ქ. ტყიბულში.

1996 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის 23-ე საშუალო სკოლა.

1996-2000 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მიენიჭა სახელმწიფო მართვის მოხელის კვალიფიკაცია.

2001-2002 წლებში მუშაობდა ქ.რუსთავის მერიის საზღვარგარეთთან ურთიერთობების სამსახურის უფროსად. მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა ქალაქის მასშტაბით საერთაშორისო ურთიერთობების მართვას.

2001-2004 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს რეგიონების საგარეო ურთიერთობათა საკონსულტაციო საბჭოს წევრი.

2002-2006 წლებში მუშაობდა ქალაქ რუსთავის მერიის აპარატში საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე.

2006-2007 წლებში მუშაბდა თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის აპარატის მთავარ სპეციალისტად საორგანიზაციო საკითხებში.

2002 წელს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით საბჭოს წევრის სტატუსით მიწვეულ იქნა შვეიცარიის ფედერაციაში სტაჟირებაზე.

2003 წელს ქალაქ რუსთავის სახელითა და საარჩევნო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღო ქალაქ პარიზში გამართულ მსოფლიოს დაძმობილებული ქალაქების საერთაშორისო ორგანიზაციის კონგრესზე (FMU, IULA) მსოფლიოს 3 000 ქალაქის მერთან ერთად.

2003 წელს გაიარა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული სემინარი თემით საქალაქო მართვა.

2004 წელს თურქეთის ქალაქ ინეგოლში ოფიციალური დელეგატის სახით მიწვეულ იქნა საერთაშორისო ფესტივალზე.

2006 წელს გაიარა ფონდი განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სემინარი თემით: სკოლის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები.

2006 წელს გაიარა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტესტირება.

2006-2007 წლებში გაიარა ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის მიერ ორგანიზებული სემინარი, თემა: ეროვნებათშორისი ურთიერთობები.

2007 წელს მუშაობდა თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის აპარატში უფროს სპეციალისტად.

2008 წელს მუშაობდა ს.ს. ,,ქარათული ფოლადი”-ს ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სამსახურში.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის 2008 წლის 29 დეკემბრის ბრძანებით დაინიშნა საბჭოს წევრის რეფერენტად.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.