თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
ნოემბერი 29, 2019

თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ნიკოლოზ მარსაგიშვილი თავმჯდომარის პოზიციას 5 წლის ვადით დაიკავებს. აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მშვენიერაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაინიშნა.

გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად სერგო მეთოფიშვილი, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად კი ბიძინა სტურუა დაინიშნენ.

მიღებული გადაწყვეტილებები 2 დეკემბრიდან ამოქმედდება.