თბილისის საქალაქო სასამართლო
მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64, პეკინის ქ. N 29 - ბულაჩაურის ქ. N 7ა
ტელ: 2 51 03 00 (1488) (1411)
www.tcc.gov.ge
თბილისის საქალაქო სასამართლო ამოქმედდა 2005 წლის 15 მაისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობაში საშტატო ნუსხით 126 მოსამართლეა. დღეისათვის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში - 23, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში - 43, და სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში - 38 მოსამართლე ახორციელებს უფლებამოსილებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატი განისაზღვრება 497 საშტატო ერთეულით.