თბილისის საქალაქო და გორის რაიონული სასამართლოების თავმჯდომარეები
დეკემბერი 29, 2020

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე დაინიშნა. გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს მიიღო. ვასილ მშვენიერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციას 5 წლის ვადით დაიკავებს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე აირჩია. აღნიშნულ თანამდებობაზე შალვა კაკაურიძე 5 წლით იმუშავებს.

დღესვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ამირან ძაბუნიძე დაინიშნა.