თბილისის სააპელაციო სასამართლო

მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. 7ა
ტელ: 251 85 21; 251 85 22; 251 85 23

(241 - საინფორმაციო)

www.tbappeal.court.ge



2005 წლის პირველ ნახევარში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, 1 ნოემბრიდან ამოქმედდა თბილისის სააპელაციო სასამართლო ინსტანცია, რითაც ძირეულად შეიცვალა საოლქო სასამართლოების მოდელი. სააპელაციო სასამართლოში საქმე განიხილება აპელაციის წესით.


აღმოსავლეთ საქართველოს სასამართლოთა გადაწყვეტილებებზე საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება: ახალქალაქის, ახალციხის, ბოლნისის, გორის, გურჯაანის, თეთრიწყაროს, თელავის, მცხეთის, სიღნაღის, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ხაშურის რაიონული და თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.

სასამართლოს შემადგენლობაში 44 მოსამართლეა, აქედან სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში - 12, სამოქალაქო საქმეთა პალატაში - 15, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში - 10 და საგამოძიებო კოლეგიაში - 7 მოსამართლე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს აპარატი განისაზღვრება 143 საშტატო ერთეულით.