პირადი ინფორმაცია:
დაიბადა 1976 წლის 8 ივლისს, ქ. თბილისში;
განათლება:
1993 წელს დაამთავრა თბილისის #51 საშუალო სკოლა;
1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;
2009 წლიდან არის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.
სამუშაო გამოცდილება:
1999-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში კადრების განყოფილების სტაჟიორად;
2000-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების სამმართველოს პროკურორად;
2004-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლის სამართლის დევნის სპეციალური სამსახურის პროკურორის თანამდებობაზე;
2006 წლის აგვისტოდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე;
2013 წლის 9 ივნისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე #10 სხდომაზე არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.