სოფრომაძე კახაბერ

დაიბადა 1975 წლის 22 მაისს ჭიათურაში.

1998 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2017 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ინჟინერინგის (სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების) ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამა, სოციალური მეცნიერებები.

2017 წლის 21 ივლისს მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი.

2000-2004 წლებში იყო „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED), ჭიათურის კოორდინატორი.

2001-2005 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ეროვნული ასოციაციის წევრი, ჭიათურის ბიუროს უფროსი.

2005-2013 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

იყო 2005-2008 წლებში მოქმედი სპს „სამხარაძე, სოფრომაძე, ძინძიბაძე იურიდიული ფირმა KGK კომპანია“ დამფუძნებელი ადვოკატი.

2002 -2004 წლებში იყო „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) გამგეობის თავმჯდომარე, შემდეგ გამგეობის წევრი, 2004 -2007 წლებში იურიდიული მრჩეველი, ხოლო 2007-2009 წლებში იყო აღნიშნული საზოგადოების დირექტორის მოადგილე.

2008-2013 წლებში იყო სპს „სამხარაძე, პაქსაძე, სოფრომაძე და პარტნიორების“ დამფუძნებელი ადვოკატი.

2009-2013 წლებში იყო ააიპ „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე.

საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 14 ივნისის #706 დადგენილებით არჩეულ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, 4 წლის ვადით.

2014-2017 წლებში იყო იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი.

2017 დღემდე არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

მინიჭებული აქვს იუსტიციის მრჩევლის სახელმწიფო სპეციალური წოდება.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.