სოფიო გაგნიძე

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1980 წლის 12 მარტს, ქ. თბილისში;

განათლება:

1997 წელს დაამთავრა ქ.თბილისის მე-12 საშუალო სკოლა;

2012 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეცილობით;

2003 წლის ივნისში ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის გამოცდა;

2003 წლის მარტში ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;

2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით;

2011 წელს წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით;

2012 წლის ნოემბრიდან, 2013 წლის სექტემბრამდე იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლი მსმენელი;

2001-2002 წლებში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტში გაიარა სასწავლო პრაქტიკა;

სამუშაო გამოცდილება:

2002-2003 წლებში მუშაობდა ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინსდი რაიონულ სასამართლოში ოპერატორის თანამდებობაზე;

2003-2005 წლებში მუშაობდა ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნის თანამდებობაზე;

2005 წლის (მაისიდან ივლისამდე) მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კანცელარიის სპეციალისტის თანამდებობაზე;

2005-2012 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწის თანადებობაზე;

2013-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონსულტანტად;

2014 წლის მაისიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 21 აპრილის 1/52 გადაწყვეტილებით უვადოდ გამწესდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლედ;