შოთა გეწაძე

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1982 წლის 12 ივლისს, ქ. ზესტაფონში;

განათლება:

1999 წელს დაამთავრა ზესტაფონის #1 საშუალო სკოლა;

2004 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

2009-2011 წლებშიი იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი;

სამუშაო გამოცდილება:

2003-2005 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომის მდივნის თანამდებობაზე;

2005-2006 წლებში ამავე სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ;

2006 წელს მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის კონსულტანტად;

2006-2007 წლებში მუშაობდა მცხეთის რაიონული სასამართლოს აპარატის უფროსად;

2007-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსად;

2011-2015 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე;

2013 წლის 30 ივლისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად;

2015 წლის დეკემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.