შეხვედრა ელჩთან
აგვისტო 4, 2020

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.

ნაზი ჯანეზაშვილმა რან გიდორს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უმასპინძლა.

შეხვედრაზე ისაუბრეს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა დიპლომატს დაინტერესებისა და შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.