საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა იწყება
სექტემბერი 18, 2019

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა იწყება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ერთ ვაკანსიაზე განცხადებები ელექტრონული ფორმით მიიღება 2019 წლის 19 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით. შესაბამისი გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს მიიღო.

უზენაეს სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება. კანონის შესაბამისად, ვადის ამოწურვამდე 3 თვით ადრე იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია შერჩევის პროცედურები დაიწყოს.

გადაწყვეტილება