საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელეს
იანვარი 16, 2013

2013 წლის 16 იანვარს 15 საათზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განხილეს, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“; საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ,,საერთო სასამართლოების შესახებ“, საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ასევე საბჭოს წევრებმა სხვა საკითხებზეც იმსჯელეს.