საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადება!
აგვისტო 4, 2015

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2015 წლის 4 აგვისტოს, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 131 მუხლის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლის შესაბამისი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე, თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, დანიშვნის საკითხის ინიცირების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:

  1. სისხლის სამართლის კოლეგია - 2 საშტატო ერთეული;
  2. სამოქალაქო საქმეთა კოლეგია - 2 საშტატო ერთეული;
  3. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია - 2 საშტატო ერთეული.

აღნიშნულ თანამდებობებზე დანიშვნის მსურველმა მოსამართლეებმა შესაბამისი განაცხადი უნდა წარმოადგინონ მიმდინარე წლის 5-6 აგვისტოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. განაცხადი შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მატერიალური სახით ან გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: t.japaridze@hcoj.gov.ge; t.magradze@hcoj.gov.ge