საერთო სასამართლოებში სტაჟირების ინსტიტუტის განვითარება - ევროპის საბჭოს ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა
ივნისი 6, 2019

საერთო სასამართლოებში სტაჟირების ინსტიტუტის განვითარება - ევროპის საბჭოს ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა.

ევროპის საბჭოს პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში ექსპერტის მიერ სტაჟირების არსებული წესის გაუმჯობესების საკითხზე მომზადდა დოკუმენტი და რეკომენდაციები, რომლის პრეზენტაციაც დღეს შედგა.

“სტაჟიორებს საკუთარი წვლილი შეაქვთ სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებაში, წარმატებული საქმიანობის შემთხვევაში, მათ სისტემაში დასაქმების რეალური შესაძლებლობა ეძლევათ. კადრების მოზიდვა და მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც სასამართლო სისტემის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაშიც აისახა. მადლობა ევროპის საბჭოს, რომელიც სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნის მომენტიდან ჩართულია იმ უმნიშვნელოვანეს პროცესში, რომელიც სასამართლო სისტემაში მიმდინარეობს“,-აღნიშნა შეხვედრაზე გიორგი მიქაუტაძემ.

შეხვედრას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, წევრები, აპარატის თანამშრომლები, სასამართლოს მენეჯერები და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.