
პირადი ინფორმაცია:
დაიბადა 1983 წლის 22 დეკემბერს, ქ. თბილისში;
განათლება:
2001 წელს დაამთავრა თბილისის №187-ე საშუალო სკოლა.;
2006 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით;
2008 წლის 1 თებერვალს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწეობის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა;
2008 წლის 24 ნოემბერს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;
2010 წლის 26 ივნისს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;
2010-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი;
სამუშაო გამოცდილება:
2006-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანცელარიაში სპეციალისტად;
2007-2008 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ბიუროს საორგანიზაციო განყოფილებაში სხდომის მდივნად;
2008-2010 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ;
2011-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში კონსულტანტად;
2012 წლის მარტიდან გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.