გილიგაშვილი როლანდ

დაიბადა 1952 წლის 18 მარტს გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში.

1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1978-1983 წლებში მუშაობდა თბილისის პროკურატურის სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეებზე ზედამხედველობისა და საგამოძიებო განყოფილების პროკურორად.

1983-1986 წლებში მუშაობდა კალინინის რაიონის პროკურორად. 1986-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

1987-1999 წლებში იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 1999-2001 წლებში კი საქართველოს პარლამენტის წევრი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე.

2001 - 2003 წლებში როლანდ გილიგაშვილი იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ამავე პერიოდში იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი.

ჰყავს მეუღლე და შვილი.