სასამართლო სისტემის 2017-2021 წლების სტრატეგიის და მისი იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაცია

სასამართლო სისტემის სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის შესრულებისა და განახლებისთვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2017 წლის 16 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება 2017-2021 წლების სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და მისი განხორცილების (იმპლემენტაციის) 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების საორგანიზაციო წესის დამტკიცების თაობაზე. გადაწყვეტილების საფუძველზე შეიქმნა ოთხი სამუშაო ჯგუფი, რომლებიც სასამართლო სისტემის წარმომადგენლებით შეივსო. თითოეული სამუშაო ჯგუფი ორიენტირებულია კონკრეტული სტრატეგიული მიმართულებით გაწერილი ვალდებულებების შესრულებაზე. სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს 2 თანამომხსენებელი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი მოსამართლე და ერთი არამოსამართლე წევრი. თანამომხსენებლები წარმართავენ სამუშაო ჯგუფის საქმიანობას. სამუშაო ჯგუფის ტექნიკური მხარდამჭერია სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოხელე.

ინფორმაცია სამუშაო ჯგუფის თანამომხსენებლებისა და კოორდინატორების შესახებ


2017-2021 წლების სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და მისი იმპლემენტაციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების სხდომის ოქმები:

I სამუშაო ჯგუფი - დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა

სხდომის ოქმი N1

სხდომის ოქმი N2

სხდომის ოქმი N3

სხდომის ოქმი N4

II სამუშაო ჯგუფი - ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფა

სხდომის ოქმი N1

სხდომის ოქმი N2

სხდომის ოქმი N3

III სამუშაო ჯგუფი - ხარისხიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა

სხდომის ოქმი N1

სხდომის ოქმი N2

სხდომის ოქმი N3

სხდომის ოქმი N4

IV სამუშაო ჯგუფი - მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

სხდომის ოქმი N1

სხდომის ოქმი N2

სხდომის ოქმი N3

სხდომის ოქმი N4