რამაზ ჟღენტი

დაიბადა 1950 წლის 17 მარტს ქედის რაიონში.

1966 წელს დაამთავრა ქედის საშუალო სკოლა.

1966-1971 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.

1975 წლის 4 აპრილიდან 2 ივნისამდე მუშაობდა ქობულეთის რაიონულ პროკურატურაში სტაჟიორად.

1975 წლის 2 ივნისიდან 31 დეკემბრამდე მუშაობდა ქედის რაიონის პროკურატურაში სტაჟიორად.

1975-1976 წლებში მუშაობდა ქედის რაიონის პროკურატურაში გამომძიებლად.

1976-1978 წლებში იყო ქედის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

1978-1980 წლებში იყო აჭარის უმაღლესი სასამართლოს წევრი.

1980-1987 წლებში იყო ქ.ბათუმის პროკურორი.

1987-1989 წლებში მუშაობდა აჭარის ა/რ პროკურატურაში პროკურორის მოადგილედ.

1989-1992 წლებში მუშაობდა აჭარის ა/რ პროკურატურაში აჭარის ა/რ პროკურორად.

1992-1994 წლებში მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურაში საგამოძიებო სამმართველოს უფროსად.

1994-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურაში მოკვლევისა და გამოძიების კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსად.

2004 წლის 21 მაისიდან 2 აგვისტომდე მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სისხლისსამართლერივი დევნისა და კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსად.

2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სისხლისსამართლებრივი დევნისა და კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსად.

2005 წლის 3-დან 5 მაისამდე მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შსს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსად.

2005-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსად.

1976-1982 წლებში მიენიჭა III, II და I კლასის იურისტის წოდება.

1983-1989 წლებში მიენიჭა იუსტიციის უმცროსი მრჩეველის, მრჩეველის, უფროსი მრჩეველის და სახელმწიფო მრჩეველის წოდებები.

2000 წელს პრეზიდენტის #244 ბრძანებით დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

2009-2013 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.